Loading data...
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის“ დირექტორმა, კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.

მედიის ცნობით, მას ხმა ამომრჩეველთა 50.89%-მა მისცა. ვარშავის მერის, რაფალ ტრჟასკოვსკის თქმით, მას ამომრჩეველთა მხოლოდ 49.11%-მა დაუჭირა მხარი.

არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 71.6% შეადგინა.