Loading data...
პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ ტრამპი კაროლ ნავროცკისთან საუბარს გეგმავს

პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის პოლონელ კოლეგა კაროლ ნავროცკისთან საუბარს გეგმავს. 

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, აშშ-სა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი 10 სექტემბერს გაიმართება, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

„პრეზიდენტი ტრამპი და თეთრი სახლი პოლონეთიდან მიღებულ ანგარიშებს აკვირდებიან. პრეზიდენტი ტრამპი დღეს პრეზიდენტ ნავროცკისთან საუბარს გეგმავს“, - აცხადებენ თეთრ სახლში. 

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია, რომლებიც ჩამოაგდეს.