Loading data...
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი და არ იმოგზაუროს იქ. იუწყება RMF24 და წერს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა პაველ ვრონსკიმ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას უწევს პოლონეთის მოქალაქეებს, დატოვონ ბელარუსი „ხელმისაწვდომი კომერციული და პირადი საშუალებებით“.

„ეს არ არის დემოკრატიული ქვეყანა და არც პოლონეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება აქვს. მსურს, რომ ეს გაფრთხილებები ძალიან სერიოზულად იქნეს აღქმული“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.