1760853834
უცხოეთი
პოლონეთის პრემიერი: უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„გუშინ, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებებისა და ევროპელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ ერთი რამ აბსოლუტურად ნათელია: რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - წერს პოლონეთის პრემიერი.
After President Zelenskyy’s talks yesterday in the White House and with European leaders, one thing is absolutely clear: Europe’s solidarity with Ukraine against Russia’s aggression is today more important than ever before.
— Donald Tusk (@donaldtusk) October 18, 2025