პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკი არის ტიპური რუსული მარიონეტი, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პოლონეთი დაუცველია, რუსეთის მარიონეტია

„ვოლოდიმირ ზელენსკი არის ტიპური რუსული მარიონეტი, ადამიანი, რომელიც ავრცელებს რუსულ პროპაგანდას და ამბობს, რომ პოლონეთი დაუცველია, რუსეთის მარიონეტია“, – ამის შესახებ პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლეშეკ მილერმა განაცხადა.
ლეშეკ მილერმა ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა მისი განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც, პოლონეთი მასობრივი თავდასხმის შემთხვევაში, ვერ შეძლებდა თავისი მოსახლეობის გადარჩენას.
„ეს არის ტიპური რუსული მარიონეტი. ადამიანი, რომელიც ავრცელებს რუსულ პროპაგანდას და ამბობს, რომ პოლონეთი დაუცველია, რუსეთის მარიონეტია. უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის დამარცხების გარდა, დაინტერესებულია ნატოს კოლექტიური სამხედრო პასუხის პროვოცირებით, რათა წევრი სახელმწიფოების ჯარისკაცები გამოჩნდნენ უკრაინაში და დაიწყონ პირდაპირი ბრძოლა რუსეთთან. მიუხედავად იმისა, თუ რა სიმპათიას ვგრძნობთ ზელენსკის მიმართ პოლონეთში, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ საკითხში განსხვავებული ინტერესები გვაქვს“, – განაცხადა პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა.