Loading data...
პოლონელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

პოლონეთმა უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამორიცხა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გამოვრიცხავთ პოლონელი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესაძლებლობას“, - განაცხადა მან.

კოსინაკ-კამიშის აზრით, უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნების ჯგუფმა არ უნდა მიიღოს, ამ საკითხში NATO-მ უნდა ითამაშოს საკვანძო როლი.

პოლონელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ყოველი შემთხვევისთვის ამ საკითხის გადაწყვეტაზე მუშაობს, მაგრამ სანამ სამშვიდობო პროცესი არ დასრულდება, უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ იგეგმება. მისივე თქმით, უკრაინის მონაწილეობის გარეშე სამშვიდობო პროცესი შეუძლებელია.