Loading data...
პოლიციამ ლონდონში აკრძალული ჯგუფის - „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად გამართულ დემონსტრაციაზე 474 ადამიანი დააკავა

პოლიციამ 474 ადამიანი დააკავა ლონდონში აკრძალული ჯგუფის - „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად გამართულ დემონსტრაციაზე. ინფორმაციაზე BBC წერს. 

მეტროპოლიტენის თანამშრომლების ცნობით, ჯგუფის მხარდაჭერისთვის 466 მომიტინგე დააკავეს, ხუთს პოლიციელებზე თავდასხმა ედება ბრალად, ორს - საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ერთს კი - რასობრივი ნიშნით გამწვავებული დანაშაული.

ვესტმინსტერის პარლამენტის მოედანზე, „დაიცავი ჩვენი ნაფიცი მსაჯულების“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ათობით ადამიანმა ერთდროულად გაშალა ბანერი წარწერით „მე ვეწინააღმდეგები გენოციდს. მე მხარს ვუჭერ „პალესტინის მოქმედებას““. 

როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობამ ჯგუფი აკრძალა, 2000 წელს „ტერორიზმის შესახებ“ კანონის თანახმად, რომლის მიხედვითაც, მისი წევრობა ან მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა და 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

დაზარალებული პოლიციელების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მათი თქმით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ერთ დღეში განხორციელებულ დაკავებების რაოდენობას შორის, ეს ყველაზე დიდი იყო. 

მედიაში იწერება, რომ პროტესტი ინგლისსა და უელსში ჯგუფის მხარდაჭერაში ბრალდებული სამი პირის დასახელებას მოჰყვა. 

„ბევრმა ადამიანმა შეიძლება ჯერ არ იცოდეს, ამ ორგანიზაციის არსებობის რეალური მიზანი, მაგრამ შესაფასებლად ძალიან ადვილია - ეს არ არის არაძალადობრივი ორგანიზაცია, დიდი ბრიტანეთის ეროვნული და საზოგადოებრივი უსაფრთხოება კი ყოველთვის არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი“, - ასე გამოეხმაურა სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებების სერიას. 

„ჯგუფის „პალესტინის მოქმედება“ მხარდამჭერებმა და მომიტინგეებმა კანონის სრული ძალა უნდა იგრძნონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.