Loading data...
Politico: ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება სურს, რა შეთანხმებაც არ უნდა იყოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერ ფასად შეაჩეროს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ტრამპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინაში ომის დასრულება, მიუხედავად სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო შინაარსისა.

გამოცემამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და უკრაინა, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებულები იყვნენ 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმით“, რომლის მიხედვითაც დონბასი რუსეთისთვის უნდა გადაეცათ, თეთრმა სახლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპს „წითელი ხაზები“ არ აქვს - მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ და ომი დასრულდეს.

„საბოლოო მიზანი მშვიდობაა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი მიღწევაც შეიძლება. შეწყვიტეთ ბრძოლა, შეწყვიტეთ მკვლელობები. სწორედ ეს სურს მას ყველაფერზე მეტად“, - განუცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა გამოცემას ანონიმურობის პირობით.

მან დასძინა, რომ ტრამპი ხელს მოაწერს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც „ომს შეაჩერებს და რომელზეც მხარეები რაც შეიძლება სწრაფად შეთანხმდებიან“.