Politico: ტრამპს უკრაინაში მშვიდობის დამყარება სურს, რათა რუსეთის და ჩინეთის კავშირი შეასუსტოს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ რუსეთთან საუბარი გააგრძელოს და უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს. ამის უკან კი გრძელვადიანი სტრატეგიული ამოცანა დგას - ჩინეთის და რუსეთის კავშირის შესუსტება. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
ტრამპის გუნდში მიაჩნიათ, რომ რუსეთის სტიმულირება, ეკონომიკური აღდგენა და ამერიკული ინვესტიციების შემოდინება არის გზა, რომელიც ჩინეთის გლობალურ გავლენას შეასუსტებს.
მოვლენათა ასეთი განვითარება უკრაინის შეშფოთებას იწვევს, რომელიც რუსეთში კვლავ ძირითად საფრთხედ განიხილავს. უკრაინაში ეჭვი ეპარებათ, რომ ტრამპის ამ გეგმის შესრულება ახლო მომავალში რეალური იყოს.
როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა Politico-ს განუცხადა, რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობის მოძიებამ, შეიძლება შექმნას ძალთა სხვანაირი ბალანსი და ეს „ძალზე მოგებიანი შეიძლება იყოს“.