Politico: ტრამპის განზრახვამ, შეამციროს აშშ-ის ჯარების რაოდენობა გერმანიაში, პენტაგონი შოკში ჩააგდო
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ ის გერმანიიდან ამერიკული ჯარების ნაწილის გაყვანას განიხილავს, პენტაგონის წარმომადგენლები გააოგნა. პენტაგონის წარმომადგენლები ცდილობენ გაერკვნენ, სერიოზულად აპირებს თუ არა პრეზიდენტი ამჯერად თავისი მუქარის შესრულებას, - ამის შესახებ Politico წერს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამი წარმომადგენლის თქმით, მათ ტრამპის პოსტი სოციალურ ქსელში აღიქვეს ისე, რომ ამერიკა გერმანიიდან ასობით ან ათასობით ჯარისკაცის გაყვანას აპირებს. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება პენტაგონის მიერ რამდენიმე თვის წინ მომზადებულ ხედვას, რომელიც აშშ-ის გლობალური პოზიციის გაძლიერებას გულისხმობს და სადაც გერმანიიდან ჯარების გაყვანის შესახებ არაფერია ნათქვამი.
„პენტაგონს ამას რ მოელოდა და არც რაიმე შემცირებას გეგმავდა. თუმცა, ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ის ამ საკითხს პირველი ვადის განმავლობაშიც სერიოზულად უყურებდა“, - განაცხადა საკითხთან დაკავშირებულმა კონგრესის თანაშემწემ.
ის გულისხმობდა ტრამპის 2020 წლის ივლისის ბრძანებას გერმანიიდან 12 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ, რომელიც არასდროს შესრულებულა.