Loading data...
Politico-ს ინფორმაციით, დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა ჯერ კიდევ არ არის დაგეგმილი

გრენლანდიის ირგვლივ არსებულმა ვითარებამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობა შეცვალა და უკრაინა უკანა პლანზე გადაიწია.

Politico-ს ცნობით, ბევრი ელოდა, რომ ეს სამიტი უკრაინას მიეძღვნებოდა, რუსეთი კი ევროკავშირის მთავარ მოწინააღმდეგედ იქნებოდა წარმოდგენილი. სამაგიეროდ, საუბარი შეერთებული შტატებიდან მომდინარე საფრთხეზეა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები ყველანაირად ცდილობენ დელეგატების ყურადღების მიპყრობას, მაშინ როცა ევროპელი ლიდერები ტრანსატლანტიკური კავშირების კრახით არიან გატაცებულნი.

„პოლიტიკო“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა, რომელიც წლევანდელი კონფერენციის გეოპოლიტიკური ცენტრალური თემა უნდა ყოფილიყო, ჯერ არ არის დაგეგმილი.

ამავდროულად, რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკის ექსპერტის თქმით, ზელენსკის ნამდვილად სურს პირადი შეხვედრა.