Loading data...
Politico-მ შეიტყო, თუ როდის შეიძლება ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღოს

Politico-სთვის ცნობილი გახდა, თუ როდის შეიძლება ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღოს.

როგორც გამოცემა იუწყება, ევროკომისიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი 17 სექტემბერს უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ზეწოლის ფონზე, რომ ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს, ამან „ბრიუსელი ჩიხში შეიყვანა, რამაც პროცესი გაართულა“.

ორმა დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროკომისიამ 17 სექტემბერს ევროკავშირის ელჩებს უთხრა, რომ სანქციების პაკეტს პარასკევს, 19 სექტემბერს, ან ორშაბათს, 22 სექტემბერს, უნდა ელოდონ.

„ამის მიუხედავად, ზოგიერთი ოფიციალური პირი იმედოვნებს, რომ ეს შესაძლოა, უფრო ადრე მოხდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.