Loading data...
POLITICO - ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. აღნიშნულის შესახებ POLITICO იტყობინება. 

„ისეთი ალიანსები, როგორიცაა ნატო, ღირებულია იმის გამო, რასაც არ ვამბობთ - მის მიღმა არსებული ნდობის გამო“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტის დროს.

როგორც მედიასაშუალება წერს, დონალდ ტრამპი აკრიტიკებს ევროპელ ლიდერებს, რომლებმაც უარი თქვეს მის დახმარებაზე, რადგან შეერთებული შტატები და ისრაელი ირანში ომს აწარმოებენ. 

მიმდინარე კვირაში, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ „სერიოზულად განიხილავს შეერთებული შტატების ალიანსიდან გასვლის საკითხს“. 

დონალდ ტრამპმა ტელეგრაფთან ინტერვიუში ალიანსის „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.