Politico: აშშ-მა ნატოს ზოგიერთი წევრი ალიანსის მომავლის განსახილველად დაგეგმილ შეხვედრაზე არ მიიწვია
შეერთებულმა შტატებმა ნატოს ზოგიერთი წევრი ალიანსის მომავლის განსახილველად დაგეგმილ შეხვედრაზე არ მიიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ინფორმირებულ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, შეხვედრა პოლონეთში მომავალ თვეში გაიმართება, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი უხელმძღვანელებს.
პოლონეთში დაგეგმილ შეხვედრაზე მიწვეულები არ არიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები.
აღნიშნული ქვეყნების განცხადებით, შეხვედრაზე დასწრების კრიტერიუმები მათთვის უცნობია.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც ჩვენგან ითხოვენ. ვცდილობთ გავიგოთ ამ შეხვედრების კრიტერიუმები და მიზანი“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა.
მანამდე კი, „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ურჩი“ ქვეყნების სია შეიმუშავა, რომლებმაც უარი თქვეს ირანის წინააღმდეგ მისი ომის მხარდაჭერაზე“.