Loading data...
Politico: აშშ-ის ოფიციალური პირები მოკავშირეებს აფრთხილებენ, რომ ირანის ომმა, შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაფერხოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოკავშირეების გაფრთხილება დაიწყეს, რომ უახლოეს თვეებში, შესაძლოა, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეწყდეს, რადგან პენტაგონი მათ ირანთან ომისთვის გამოყენებას პრიორიტეტს ანიჭებს. იუწყება Politico

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოკავშირეებს აცნობა, რომ საბრძოლო მასალის, განსაკუთრებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების მიწოდება, შესაძლოა, შეფერხდეს“, - განაცხადა საკითხთან დაკავშირებულმა სამმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.

ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამ საკითხის მოკავშირეებთან ერთად  პარიზში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წამოწევას გეგმავს.

ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, სულ მცირე, რამდენიმე მოკავშირემ აშშ-ისგან „მიიღო გარანტია“, რომ ამ ეტაპზე ინიციატივა PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) ფარგლებში განკუთვნილი შეიარაღების გადამისამართება არ მომხდარა.