Loading data...
პიტერ სიიარტო: უნგრეთი უკრაინის შანტაჟს არ დაემორჩილება, ვერავინ გვიკარნახებს ვისგან ვიყიდოთ ნავთობი!

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინის პრეზიდენტის მითითებით მოქმედებენ. ამის შესახებ პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სიიარტო წერს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ შერცხვებოდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს, არის ავტონომიაზე უარის თქმა.

„ბალტიის ქვეყნები უკვე დიდი ხანია, ზელენსკის ნოტებზე უკრავენ, მაგრამ უნგრეთი უკრაინის პრეზიდენტის შანტაჟს არ დაემორჩილება. ვერავინ გვიკარნახებს, ვისგან უნდა ვიყიდოთ ნავთობი, ან ვისგან - არა. ვერავინ გვაიძულებს, ნავთობი უფრო ძვირად ვიყიდოთ, ვიდრე მანამდე“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სიიარტომ, ასევე, აღნიშნა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ოჯახები სამ-ოთხჯერ მეტს იხდიან კომუნალურ გადასახადებში, ვიდრე უნგრელები.

„ჩვენ დავიცავთ ენერგომატარებლებზე დაბალ ხარჯებს და დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს!“, - წერს მინისტრი.