Loading data...
პიტერ სიიარტო: რატომ გადაჰქონდათ უნგრეთის გავლით ნაღდი ფული, რაში დახარჯეს, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, იზრდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება, უკრაინული ომის მაფიის ფული იყოს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთის ტერიტორიაზე „ოსჩადბანკის“ თანამშრომლების მიერ გადატანილი თანხა, შესაძლოა, „უკრაინულ სამხედრო მაფიას“ ეკუთვნოდეს.

მისივე თქმით, ჩნდება კითხვები, თუ რატომ გადაჰქონდათ უკრაინელებს უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და ასევე, რაში დახარჯეს ეს ფული.

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა კვლავ გაბრაზდა იმის გამო, რომ უნგრეთში უკრაინული ნაღდი ფულის ტვირთი დავაკავეთ, რომელსაც უკრაინელი დაზვერვის თანამშრომლები ესკორტირებდნენ.

თუმცა არ უნდა გავბრაზდეთ, საბოლოოდ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვებს: რატომ გადაჰქონდათ უკრაინელებს უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული? რაში დახარჯეს ეს ფული და ვის ინტერესებში შედიოდა ის? რამდენი დაიხარჯა უნგრეთში და ვის ინტერესებში? უკრაინელებს, უკვე სამი დღეა, არ შეუძლიათ ამ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა, ამიტომ იზრდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება, უკრაინული ომის მაფიის ფული იყოს…“, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.