პიტერ სიიარტო: რატომ გადააქვთ უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი, 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და 146 კილოგრამი ოქრო? უკრაინელებისგან ახსნა-განმარტებას ვითხოვთ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.
სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინელებისგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას ითხოვს. საქმე ეხება უნგრული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა დააკავა.
"რატომ გადააქვთ უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი, 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და 146 კილოგრამი ოქრო? რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? ეს უკრაინის ომის მაფიის ფულია? ჩვენ უკრაინელებისგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას ვითხოვთ. მათ უნდა თქვან, ვისი ფულია ეს და რისთვის იყენებენ", – აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ინფორმაციისთვის, 6 მარტს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა.
აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია გაავრცელა უნგრულმა მედიამ. მათი ცნობით, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა დააკავა.