პიტერ სიიარტო: ევროკავშირმა აშშ-ს უნდა მიჰბაძოს და შეაჩეროს სანქციები რუსულ ნავთობზე
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა მაგალითი შეერთებული შტატებისგან უნდა აიღოს და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოხსნას.
სიიარტოს თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება რუსული ნავთობის გადაზიდვებზე სანქციების შეჩერების შესახებ ნიშნავს, რომ „რუსული ნავთობი კვლავ შეძლებს გლობალურ ბაზრებზე ზღვით შესვლას, რაც გაზრდის მიწოდებას და შეამცირებს ფასებს“.
„თუმცა, ევროპა ამ სარგებელს ვერ იგრძნობს, რადგან რუსული ნავთობი ევროპულ ბაზარზე აკრძალულია და ბრიუსელი ზელენსკის მოთხოვნების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას“, - წერს სოციალურ ქსელში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ შეშფოთება გამოთქვა ვაშინგტონის გადაწყვეტილებით და განაცხადა, რომ ეს გაზრდის რუსეთის რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად.