პიტერ სიიარტო: ევროკავშირიდან გასვლა არასდროს ყოფილა ჩვენს დღის წესრიგში
ევროკავშირიდან გასვლა ჩვენს დღის წესრიგში არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ცვლილება ნიშნავს უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფულის უკრაინაში გაგზავნას.
„ევროკავშირი მკვეთრად დასუსტდა - ის აღარ არის გადამწყვეტი გლობალური მოთამაშე. ომი ევროპაშია, მაგრამ ევროკავშირი მოლაპარაკებების მაგიდასთანაც კი არ ზის. ჩვენ ვამბობთ უარს ომზე, მიგრაციაზე და გენდერულ იდეოლოგიაზე - და ეს პირდაპირ კონფლიქტში გვაყენებს ბრიუსელთან.
ევროპის ინტერესი უნგრეთის არჩევნების მიმართ უჩვეულოდ ინტენსიურია. თუ წავაგებთ, ბრიუსელის პოლიტიკური პროგრამა უნგრეთში განხორციელდება. მთავრობის შეცვლა ნიშნავს უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფულის უკრაინაში გაგზავნას. უნგრეთი ჩათრეული იქნება ომში, მიიღებს მიგრანტებს და მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას“, - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Hungary's Foreign Minister Szijjártó:
— Clash Report (@clashreport) February 18, 2026
Leaving the European Union has never been on our agenda.
The EU has weakened dramatically — it is no longer a decisive global actor. The war is in Europe, but the EU is not even at the negotiating table.
We say no to war, migration, and… pic.twitter.com/i1rI2vQFwJ