პიტერ სიარტო: მშვიდობა ერთადერთი გამოსავალია, პირველი ნაბიჯი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაა, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები
უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთი გზა არის ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ.
სიარტომ აღნიშნა, რომ მშვიდობა ერთადერთი გამოსავალია, ხოლო პირველი ნაბიჯი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაა, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები.
სიარტომ ხაზი გაუსვა ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ტრამპის ინაუგურაცია ახლოვდება, ხოლო რუსეთი აგრძელებს წინსვლას ბრძოლის ველზე.
„ევროპა ისე იქცევა, თითქოს არაფერი შეცვლილა, თუმცა ეს სიცოცხლეს ფასად ხდება. მშვიდობა ერთადერთი გამოსავალია და პირველი ნაბიჯი არის ცეცხლის შეწყვეტა, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები. აშკარაა, რომ იარაღის მიწოდებამ ვერაფერი შეცვალა ბრძოლის ველზე და ვერ შეცვალა ომის მიმდინარეობა“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
🕊️ "The only path to ending the war in Ukraine is through a ceasefire and peace talks," declared FM Péter Szijjártó in Budapest. Reflecting on over 1,000 days of conflict, he emphasized that Hungary’s strategy has proven correct: "For more than 1,000 days, we’ve argued for ending… pic.twitter.com/pfMoPN9kLu
— Zoltan Kovacs (@zoltanspox) December 18, 2024