პიტ ჰეგსეთი: პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ნარკოტიკების გადამზიდ ორ ნავზე დარტყმა განხორციელდა, ექვსი ნარკოტერორისტი დაიღუპა
პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ნარკოტიკების გადამზიდ ორ ნავზე დარტყმა განხორციელდა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი ავრცელებს.
„გუშინ, პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, ორი სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა განხორციელდა ორ გემზე, რომლებსაც ტერორისტული ორგანიზაციები მართავდნენ.
ჩვენი დაზვერვისთვის ეს გემები ცნობილი იყო, როგორც ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდასთან დაკავშირებული, მათ ნარკოტიკები გადაჰქონდათ და ნარკოტრეფიკინგის ცნობილი სატრანზიტო მარშრუტით გადაადგილდებოდნენ. ორივე დარტყმა საერთაშორისო წყლებში განხორციელდა და თითოეულ გემზე სამი ნარკოტერორისტი იმყოფებოდა. ექვსივე დაიღუპა.
აშშ-ის ძალები არ დაშავებულან. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვიცავთ სამშობლოს და ვკლავთ ამ კარტელის ტერორისტებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისა და მისი ხალხისთვის ზიანის მიყენება სურთ“, - წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.
Yesterday, at the direction of President Trump, two lethal kinetic strikes were conducted on two vessels operated by Designated Terrorist Organizations.
— Secretary of War Pete Hegseth (@SecWar) November 10, 2025
These vessels were known by our intelligence to be associated with illicit narcotics smuggling, were carrying narcotics, and… pic.twitter.com/ocUoGzwwDO