Loading data...
პიტ ჰეგსეტი მინესოტაში მკვლელობას გამოეხმაურა და საიმიგრაციო სამსახურს მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი მინესოტაში მომხდარ მკვლელობას პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა. 

ჰეგსეტი საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს (ICE) მხარდაჭერას უცხადებს. 

„მადლობა ღმერთს ICE-ის პატრიოტებისთვის – ჩვენ 100%-ით გიჭერთ მხარს. თქვენ ქვეყანას იხსნით. სირცხვილი მინესოტას ხელმძღვანელობას და ქუჩაში გამოსულ გიჟებს.“,- აცხადებს ჰეგსეტი. 

ინფორმაციისთვის, მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა კაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი.