1773407887
უცხოეთი
პიტ ჰეგსეთი: ირანის ყველა თავდაცვითი ინდუსტრია მალე განადგურდება
ძალიან მალე ირანის ყველა თავდაცვითი ობიექტი განადგურდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.
„მაგალითად, ორი დღის წინ, ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების მთელი სიმძლავრე, ყველა კომპანია, რომელიც ამ რაკეტების ყველა კომპონენტს აწარმოებს, ფაქტობრივად, მწყობრიდან გამოსული და განადგურებული იყო. ირანის მასშტაბით შენობები, კომპლექსები და საწარმოო ხაზები განადგურდა“, - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.
მან დასძინა, რომ 13 მარტს აშშ-ის მიერ დარტყმების ყველაზე ბევრი რაოდენობა იქნება დაფიქსირებული.