Loading data...
პიტ ჰეგსეტი: ირანის ბირთვული ამბიციები განადგურებულია

პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ამბიციები განადგურებულია. 

ჰეგსეტმა პრესკონფერენციაზე ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე შეერთებული შტატების საჰაერო იერიშს „წარმოუდგენელი„ და „უდიდესი წარმატება“ უწოდა. 

ამასთან, მისივე განცხადებით,შეერთებული შტატების დარტყმები კონცენტრირებული, ძლიერი და მკაფიო იყო. 

გარდა ამისა, პენტაგონის ხელმძღვანელმა თქვა, რომ აშშ-ის იერიში მხოლოდ ბირთვულ ობიექტებს ეხებოდა და არა ირანელ ჯარისკაცებს ან მშვიდობიან მოსახლეობას.

„გუშინ ღამით, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ შუაღამისას ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე ზუსტი დარტყმა განახორციელა.

ეს წარმოუდგენელი და უდიდესი წარმატება იყო. ჩვენი მთავარსარდლისგან მიღებული ბრძანება იყო მიზანმიმართული, ძლიერი და ნათელი. ჩვენ ირანის ბირთვული პროგრამა გავანადგურეთ“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა