1773407366
უცხოეთი
პიტ ჰეგსეთი: ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დაჭრილი და სავარაუდოდ - დასახიჩრებულია
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი „დაჭრილი და სავარაუდოდ, დასახიჩრებულია“.
„ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დაჭრილია და სავარაუდოდ, სახეც დამახინჯებული აქვს. მან გუშინ განცხადება გაავრცელა, სინამდვილეში, სუსტი განცხადება, მაგრამ არ გავრცელებულა არც ხმოვანი და არც ვიდეო მასალა. ეს იყო წერილობითი განცხადება. ირანს უამრავი კამერა და ხმის ჩამწერი აქვს. რატომ წერილობითი განცხადება? ვფიქრობ, იცით, რატომ. მისი მამა გარდაცვლილია, ის შეშინებულია, დაჭრილია, გაქცეულია და ლეგიტიმაცია აკლია. მან [ირანელებს] ერთიანობისკენ მოუწოდა. როგორც ჩანს, ათიათასობით მომიტინგის მოკვლა მისთვის ერთიანობის მიღწევის გზაა“, - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.