Loading data...
პიტ ჰეგსეთი: ჩემი იმპიჩმენტი არ გამოუვათ

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი ირანის წინააღმდეგ ომს „მამაცურ და ისტორიულ“ მოვლენად აფასებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 

როგორც მედიასაშუალება წერს, ჰეგსეთმა პირობა დადო, რომ წინააღმდეგობას გაუწევს კონგრესში მისი იმპიჩმენტის მცდელობებს.

„ხედავთ, ისინი მე მესხმიან თავს, ჩვენ გვესხმიან თავს, რადგან ეფექტურად ვმუშაობთ. ეს არ გამოუვათ. ჩვენ უკან არ დავიხევთ“, - განაცხადა ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

ჰეგსეთმა იმპიჩმენტის მცდელობას „ფარსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ თავად ტრამპის მიმართაც ორჯერ იყო ინიციირებული იმპიჩმენტი.

„ეს ყველაფერი პირადი განადგურების პოლიტიკაა. ეს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არ გამოდგა და არც ჩემს წინააღმდეგ იმუშავებს. ამაში დარწმუნებული იყავით“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.