პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-ს არ სურს კონფლიქტი ჩინეთთან, მაგრამ თავის ინტერესებს დაიცავს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა თავის ჩინელ კოლეგას დონ ჯუნს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩინეთთან კონფლიქტს არ ცდილობს, მაგრამ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავის ინტერესებს დაიცავს.
ჰეგსეტის განცხადების შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ პარნელმა ისაუბრა.
მისივე თქმით, ჰეგსეტმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ჩინეთთან კონფლიქტს არ ცდილობს და ჩინეთში რეჟიმის შეცვლას არ ცდილობს“.
„ამავდროულად, მან გულწრფელად აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და მტკიცედ დაიცავს ამ ინტერესებს“, - ციტირებს ჰეგსეტის განცხადებას პარნელი.
მან თქვა, რომ მხარეებს შორის საუბარი „გულწრფელი და კონსტრუქციული“ იყო. ჰეგსეთი და ჩინელი მინისტრი შეთანხმდნენ შემდგომი დისკუსიების გაგრძელებაზე.
შეგახსენებთ, მანამდე კი, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, „ევროპამ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად სრულიად უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა და ჩინეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა დაიწყოს“.