პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ აშშ-ის არმიაში გენერლებისა და ადმირალების რაოდენობას 20%-ით შეამცირებენ
აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Apnews-ი იტყობინება.
უფრო კონკრეტულად კი, პიტ ჰეგსეტის თქმით, არმიაში გენერლებისა და ადმირალების რაოდენობას 20%-ით შეამცირებენ.
ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ სამხედრო უწყებებს დაავალა, გაეორმაგებინათ გასულ გაზაფხულზე გაცემული განკარგულება ადმირალებისა და გენერლების დაახლოებით 800 თანამდებობის 10 პროცენტით შემცირების შესახებ და ეს მაჩვენებელი 20 პროცენტამდე გაეზარდათ. აღნიშნული პროცესი 2027 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულდეს.
ამასთან, პიტ ჰეგსეტმა თქვა, რომ პენტაგონი ასევე წამოიწყებს ომის წარმოების მომავლის შესწავლის პროცესს, რომელსაც ნაწილობრივ უხელმძღვანელებენ SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი.