პიტ ჰეგსეთი: აშშ-ის სამხედრო ძალები „მზად არიან შეასრულონ“ ტრამპის მუქარა ირანის წინააღმდეგ
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები მზად იქნებიან განახორციელონ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნებისმიერი გადაწყვეტილება ირანთან დაკავშირებით.
რეგიონში აშშ-ის დიდი სამხედრო ძალების გადაყვანის გამო, ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე ჰეგსეთს არსებულ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.
„ისინი არ უნდა ისწრაფოდნენ ბირთვული შესაძლებლობებისკენ. ჩვენ მზად ვიქნებით შევასრულოთ ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი ომის დეპარტამენტისგან მოელის“, - აცხადებს ჰეგსეთი.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი განიხილავს თავის ვარიანტებს, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტია, დაარტყამს თუ არა ირანს.
ცნობისთვის, აშშ-ირანის დაძაბულობა გაიზარდა ბოლო კვირების განმავლობაში ირანში ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციების სისხლიანი დარბევის შემდეგ. ტრამპმა არაერთხელ დაიმუქრა ჩარევით, თუ ირანი გააგრძელებდა მომიტინგეების ხოცვას, თუმცა ეკონომიკური კრიზისებისა და პოლიტიკური რეპრესიების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული დემონსტრაციები მას შემდეგ ჩაცხრა, რაც მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იმოქმედებს, თუ თეირანი განაახლებს ბირთვულ პროგრამას ისრაელისა და აშშ-ის ძალების მიერ ივნისში ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმების შემდეგ.