Loading data...
პიტ ჰეგსეთი: აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ დარტყმებს ჰორმუზის სრუტის ნებისმიერ მონაკვეთში ან ირანის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

მან დასძინა, რომ ირანი ვერ გაუმკლავდება მასზე განხორციელებულ ეკონომიკურ ზეწოლას.

„ირანს არ შეუძლია, გაუმკლავდეს იმ ეკონომიკურ ზეწოლას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ“, - განაცხადა ჰეგსეთმა.