Loading data...
პიტ ჰეგსეთი: ამერიკელ ხალხს შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ მათმა მთავარსარდალმა კარგად იცის, ვინ ვისთან საუბრობს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ აშშ-ის ჯარების გადაადგილების შესახებ დაზვერვის ინფორმაციას აწვდიდა.

ჰეგსეთის თქმით, აშშ „ყველაფერს აკონტროლებს“ და ამას თავის საბრძოლო გეგმებში ითვალისწინებს.

„ამერიკელ ხალხს შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ მათმა მთავარსარდალმა კარგად იცის, ვინ ვისთან საუბრობს. ყველაფერს, რაც არ უნდა მოხდეს, იქნება ეს საჯაროდ თუ არაპირდაპირი არხებით, მკაცრი პასუხი გაეცემა“, - დასძინა პენტაგონის ხელმძღვანელმა. 

ჰეგსეთმა, ასევე, უპასუხა კითხვას, საფრთხეს უქმნის თუ არა რუსეთის მონაწილეობა ამერიკელ პერსონალს: „აშშ მოწინააღმდეგეს საფრთხეში აგდებს, ამიტომ ამერიკის მხრიდან შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ახლა მხოლოდ ირანელები უნდა ღელავდნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ გადარჩებიან“.