Loading data...
პისტორიუსი: სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი იქნება

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა კაცების სამხედრო სამსახურში გაწვევა რუსეთისთვის შემაკავებელი სიგნალი იქნება. მის სიტყვებს Spiegel ციტირებს.

„თუ ჩავატარებთ სამედიცინო შემოწმებას და შევაგროვებთ მონაცემებს სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ყველა ადამიანის შესახებ, ამას რუსეთშიც შეამჩნევენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესეც შემაკავებელი ფაქტორი იქნება!“ - ხაზგასმით აღნიშნა მან.

პისტორიუსმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მდგომარეობის შემთხვევაში, 2011 წელს შეჩერებული გაწვევა დაუყოვნებლივ განახლდება.

მან, ასევე, სერიოზული შეცდომა უწოდა რაიონული სამხედრო კომისარიატების გაუქმებას, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო სამსახურში გაწვევის შეჩერებასთან.

მისი თქმით, გერმანია 2027 წლის შუა პერიოდისთვის იქნება მზად.

„ამჟამად ჩვენ ახალ, თანამედროვე სტრუქტურებს ვქმნით. 2027 წლის შუა პერიოდისთვის მზად ვიქნებით. შემდეგ ჩვენ კვლავ შევძლებთ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

პისტორიუსი სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის 2026 წლის დასაწყისში ამოქმედების გეგმის დაცვას აპირებს და საპარლამენტო ფრაქციებთან შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმიზმს გამოთქვამს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამის მიღწევა შეგვიძლია. ბუნდესტაგში ყველამ იცის, რომ საქმე გერმანიის უსაფრთხოებას ეხება“, - დასძინა მან.