პისტორიუსი: რუსეთი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან „მუდმივ საფრთხეს“ ხედავს და ვარაუდობს, რომ დრონები შესაძლოა, პოლონეთში განზრახ შეიჭრნენ.
„ეს მოიცავს რუსული ძალების მიერ ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცეში, ბალტიის ზღვაში, ზღვის ფსკერზე, ასევე ცენტრალურ ევროპაში ჰიბრიდული თავდასხმების, ან მსგავსი ფრენების გზით განხორციელებულ პროვოკაციებს“, - განაცხადა მან ბუნდესტაგში მთავრობისთვის დასმული კითხვის დროს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა კონსულტაციების მხარდაჭერის მნიშვნელობა ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
პისტორიუსმა ასევე განაცხადა, რომ რუსული დრონები განზრახ შეფრინდნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში.
„დრონები აშკარად ამ კურსისკენ იყო მიმართული“, - დასძინა მან.