Loading data...
პირველად ამერიკელმა სენატორმა სანდერსმა ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გენოციდი უწოდა

ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი გახდა პირველი ამერიკელი სენატორი, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელი ღაზას სექტორში გენოციდს ჩადის. სენატორის განცხადებას The Guardian-ი ავრცელებს. 

როგორც უცხოური მედია წერს, სანდერსი გახდა პირველი სენატორი, რომელმაც ტერმინი „გენოციდი“ გამოიყენა. 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ისრაელი არა მხოლოდ თავს იცავს „ჰამასისგან“, არამედ მან ტოტალური ომი გამოაცხადა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ“, - თქვა სენატორმა. 

სანდერსმა განაცხადა, რომ ისრაელს ჰქონდა უფლება, თავი დაეცვა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, რომელმაც თითქმის 1200 ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხი ღაზაში მცხოვრები ყველა პალესტინელის წინააღმდეგ იყო მიმართული. 

„ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რათა მოვითხოვოთ დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა“, - აცხადებს სენატორი.