1772821655
უცხოეთი
ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ესკალაციამ ირანის სახელმწიფოს დანგრევა არ უნდა გამოიწვიოს
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ესკალაციამ ირანის სახელმწიფოს კოლაფსი არ უნდა გამოიწვიოს.
კანცლერის აზრით, ევროპაში მიგრაციის თვალსაზრისით ამას შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
მან თქვა, რომ არ სურს ირანში „სირიული სცენარის“ ხილვა.
„დაუსრულებელი ომი ჩვენს ინტერესებში არ შედის. იგივე ეხება ირანის სახელმწიფოებრიობის დაშლას ან ირანის ტერიტორიაზე წარმოებულ მარიონეტულ კონფლიქტებს“, – აცხადებს კანცლერი.