ფრიდრიხ მერცი: უკრაინაში ომის შედეგი ევროპაში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების მომავალი დიდწილად უკრაინაში მიმდინარე ომის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
„ამ ომის შედეგი ევროპაში უსაფრთხოებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში განსაზღვრავს“, - წერს მერცი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, პარტნიორებთან ერთად ისინი აგრძელებენ უკრაინაში მშვიდობის მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით გაიმართა დღეს ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა.
მერცმა განცხადებასთან ერთად ბერლინში გამართული მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფოტოებიც გამოაქვეყნა.
The outcome of this war will shape security in Europe for a long time to come. Together with our partners, we continue our support for peace in Ukraine. That's why we came together today for the Coalition of the Willing. https://t.co/xqnKp5aAaH
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) November 19, 2026