ფრიდრიხ მერცი ტრამპის „სამშვიდობო გეგმაზე“: საკონტაქტო ხაზი ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად უნდა შენარჩუნდეს
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
მისი თქმით, ამერიკის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მიესალმება, თუმცა, საკონტაქტო ხაზი ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად უნდა დარჩეს.
„უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს. ემანუელ მაკრონთან და კირ სტარმერთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით ევროპასთან და ამერიკასთან, რომლის მხარდაჭერასაც უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მივესალმებით. საკონტაქტო ხაზი ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად უნდა შენარჩუნდეს“, - წერს ფრიდრიხ მერცი X-ზე.
Ukraine can count on us. Together with @EmmanuelMacron and @Keir_Starmer, I reaffirmed our full support to @ZelenskyyUa. We will coordinate closely with Europe and the US, whose commitment to Ukraine’s sovereignty we welcome. The contact line must remain the basis for any talks.
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) November 21, 2025