1748723526
უცხოეთი
ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა.
ეს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მერცის პირველი ვიზიტია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მედიის ცნობით, მერცი აშშ-ში 4 ივნისს ჩავა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი შეხვედრა 5 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
შეხვედრაზე ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომს, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და სავაჭრო საკითხებს განიხილავენ.