Loading data...
ფრიდრიხ მერცი: ყველაფრისთვის ფული აღარ გვაქვს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას „ყველაფრის დაფინანსებისთვის ფული აღარ აქვს“.

კანცლერმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ზუსტად ასახავს იმ რთულ გეოპოლიტიკურ, ტექნოლოგიურ და დემოგრაფიულ ვითარებას, რომელშიც გერმანია იმყოფება.

„ჩვენ ყველაფრისთვის ფული აღარ გვაქვს. ვეღარ შევძლებთ საგადასახადო შემოსავლებით ყველაფრის დაფინანსებას, რასაც წლების განმავლობაში ზედმეტად მივეჩვიეთ“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი.