Loading data...
ფრიდრიხ მერცი: ისრაელის კრიტიკა გერმანიაში ებრაელების მიმართ სიძულვილის საბაბად იქცა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ისრაელის კრიტიკა გერმანიაში ებრაელების მიმართ სიძულვილის საბაბად იქცა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ანტისემიტიზმი „ყოველდღიურად უფრო ხმამაღალი, უფრო ღია, უფრო თავხედური და უფრო ძალადობრივი“ ხდება.

მერცის განცხადებით, ისრაელის მთავრობის კრიტიკა „შესაძლებელი უნდა იყოს“, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ უნდა გახდეს ისრაელისთვის „ზურგის შექცევის“ საბაბი.

„ჩვენი ქვეყანა საკუთარ სულს ზიანს აყენებს, როდესაც ეს კრიტიკა ებრაელების სიძულვილის საბაბად იქცევა, ან თუ ეს იწვევს გერმანიის მიერ ისრაელისთვის ზურგის შექცევის მოთხოვნას“, - აღნიშნა მერცმა.