1774704056
უცხოეთი
ფრიდრიხ მერცი: ის, რასაც ახლა ტრამპი ახლო აღმოსავლეთში აკეთებს, არა დეესკალაცია, არამედ მასიური ესკალაციაა გაურკვეველი შედეგით
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. ამის შესახებ apnews-ი წერს.
„ის, რასაც ახლა ტრამპი აკეთებს, არა დეესკალაცია და მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევის მცდელობა, არამედ მასიური ესკალაციაა გაურკვეველი შედეგით.
ეს არის ესკალაციები, რომლებიც საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ უშუალოდ დაზარალებულებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.