Loading data...
ფრიდრიხ მერცი: გერმანია დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ კონსტიტუციური მიზეზების გამო ვერ გაწევრიანდება

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ამჟამინდელი ფორმა ოფიციალურ ბერლინს გაწევრიანებაში ხელს უშლის.

მერცის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება გერმანიისთვის „კონსტიტუციური მიზეზების გამო“ მიუღებელია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ განვიხილოთ სხვა ფორმები, თანამშრომლობის ახალი ფორმები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბერლინი მზადაა, ითანამშრომლოს ვაშინგტონთან ახალი ფორმატების ძიებაში, რომლებიც მშვიდობას მოიტანს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. მე არ მინდა, ეს მხოლოდ ღაზის სექტორითა და ახლო აღმოსავლეთით შემოვიფარგლოს. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება, უკრაინასაც მოიცავდეს“, – განაცხადა მერცმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი ხუთშაბათს, 22 იანვარს, დავოსში, შვეიცარიაში მოეწერა.

ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმის მიხედვით, რომელიც ღაზაში მშვიდობის უზრუნველყოფასა და მის რეკონსტრუქციაზე იქნება ორიენტირებული, შემდგომში გლობალური კონფლიქტების მოგვარებაში უფრო ფართო როლს შეასრულებს.