ფრიდრიხ მერცი: ჩემი მეთაურობით ფედერალური მთავრობა არასდროს გააჩენს ეჭვს, თუ სად ვდგავართ, ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია ყოველთვის ისრაელის გვერდით იდგება.
„ჩემი მეთაურობით შექმნილი ფედერალური მთავრობა არასდროს გააჩენს ეჭვს იმის შესახებ, თუ სად ვდგავართ. ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ამასთან, ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ გააკეთებს „ყველაფერს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გერმანიაში, სადაც არ უნდა გამოვლინდეს ის“.
„ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს ქვეყანა დარჩეს ქვეყნად, სადაც ებრაელებს შეეძლებათ თავისუფლად და ღიად გადაადგილება“, - აღნიშნა მერცმა.
გერმანიის კანცლერის სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთი დამსწრე სკანდირებდა სიტყვას - „პალესტინა“, რასაც მერცმა უპასუხა.
„ისინი, ვისთვისაც ამ ბანერს აფრიალებთ, იარაღს თუ დაყრიან, კონფლიქტი 24 საათში დასრულდება. ეს არის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი და არა ისრაელის სახელმწიფო, რომელიც იბრძვის თავისი არსებობისა და თავისუფლად ცხოვრების უფლებისთვის“, - უპასუხა ფრიდრიხ მერცმა.