ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის მისიაში შეერთებული შტატების მონაწილეობა სასურველია
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევის გაზრდა მხარეების პირდაპირ ინტერესებშია.
მისი თქმით, გერმანია მხარს უჭერს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სწრაფი დიპლომატიური შეთანხმების მიღწევისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას და ასევე მიესალმება ისტორიულ შესაძლებლობას „ჰეზბოლასა“ და ისრაელის ისტორიულ შესაძლებლობას, გაიღონ ძალისხმევა ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
მერცი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ირანს, სრულად გახსნას ჰორმუზის სრუტე ხანგრძლივად, უსაფრთხოდ და გადასახადის გარეშე.
მერცი აცხადებს, რომ გერმანია მზადაა წვლილი შეიტანოს მისიის მუშაობაში, რომლის მიზანი ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების ხელშეწყობა იქნება, მათ შორის მისი შეიარაღებული ძალების შესაძლო მონაწილეობასა და ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა განაღმვა.
მისი თქმით, ასეთი გეგმა გაერომ და გერმანიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ. ამასთან, მასში აშშ-ის მონაწილეობა სასურველი იქნება.