1777869787
უცხოეთი
ფრიდრიხ მერცი: აშშ-სა და გერმანიას საერთო მიზანი აქვთ - ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, აშშ და გერმანია იზიარებენ საერთო ხედვას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.
„ამერიკელები არიან და რჩებიან გერმანიის მნიშვნელოვან პარტნიორებად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი: ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი.
Die Amerikaner sind und bleiben der wichtige Partner für Deutschland im nordatlantischen Bündnis. Wir haben ein gemeinsames Ziel: Iran darf keine Atomwaffen erhalten. @CarenMiosgaTalk
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) May 3, 2026