ფრიდრიხ მერცი: აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებები „კარგად მომზადებული არ არის“
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა „არ გაჰკვირვებია“.
როგორც მან ბერლინში ჟუნრალისტებს განუცხადა, აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებები „კარგად მომზადებული არ არის“.
„თავიდანვე არ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი ნამდვილად კარგად იყვნენ მომზადებულები“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
როგორც Reuters წერს, მან არ ახსნა, ზუსტად ვის წინააღმდეგ იყო მიმართული კრიტიკა და რას გულისხმობდა „კარგად მომზადებაში“.
ცნობისთვის, ვაშინგტონსა და თეირანს შორის პაკისტანში 21-საათიანი მარათონული მოლაპარაკებები გუშინ შეთანხმების გარეშე დასრულდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანმა უარყო ამერიკის მოთხოვნები ბირთვული იარაღის შექმნისგან თავის შეკავების შესახებ, ხოლო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა.