ფრანკფურტში აქციის მონაწილეებმა მაღაზიები დაარბიეს - სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს
საცხოვრებელი ხარჯების გაძვირების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ფრანკფურტის ცენტრში მაღაზიები გაძარცვეს, შემდეგ კი სამართალდამცველებთან დაიწყო შეტაკება. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
ახალგაზრდების ორგანიზებით მობილიზებული აქცია ლოზუნგით „მმართველობას Gen Z საკუთარ ხელში იღებს“ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაფინანსების სიმცირეს, ცხოვრების მაღალ ხარჯებისა და სამხედრო სამსახურის განახლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ძალადობრივი ინციდენტები დაფიქსირდა ბერლინში, კიოლნსა და ჰამბურგშიც. პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს შემდეგ, რაც მათ მოლოტოვის კოქტეილების, ბოთლების და ბასრი საგნების სროლა დაიწყეს.
ჰესენის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან პოზეკის განცხადებით, მშვიდობიან აქციაში დაახლოებით 100-მდე მემარცხენე ექსტრემისტი შეერია, რომელთაც არეულობა გამოიწვიეს.