Loading data...
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირს ჯერ არ შეუძლია, უკრაინის გაწევრიანების ზუსტი თარიღი დაასახელოს

ევროკავშირს ჯერ არ შეუძლია უკრაინის გაწევრიანების ზუსტი თარიღის განსაზღვრა, თუმცა მხარს დაუჭერს ქვეყანას წევრობის გზაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა

როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, აბსოლუტურად ნათელია, რომ უკრაინას შეუძლია, ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ყველამ იცით, რომ ეს ნამდვილად დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიჩქარე კანდიდატ ქვეყანაზეა დამოკიდებული“, - დასძინა მან.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინა საკმაოდ რთული რეფორმების განხორციელების მხრივ „შესანიშნავ საქმეს“ აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ომი გრძელდება. 

„მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენთვის აბსოლუტურად მნიშვნელოვანია მკაფიო თარიღი. დღეს თქვენ თქვით, რომ არსებობს კონკრეტული მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ. ჩვენი მხრიდან თარიღის დადგენა ჯერ შეუძლებელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა, რომელიც თქვენი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ, აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.