ფონ დერ ლაიენი ტრამპთან საუბრის შემდეგ: ივლისის დასაწყისისთვის ტარიფების შემცირების მიმართულებით კარგი პროგრესია მიღწეული
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების შესასრულებლად ორთვიანი ვადა მისცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
ჩვენ განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და რეგიონულ პარტნიორებთან ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია.
ჩვენ ერთიანები ვართ იმაში, რომ ირანს არასდროს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ რეგიონული სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის რისკები ძალიან დიდია.
ასევე განვიხილეთ ევროკავშირისა და აშშ-ის სავაჭრო შეთანხმება. ორივე მხრიდან სრულად ვრჩებით ერთგულნი მისი განხორციელების მიმართ. ივლისის დასაწყისისთვის ტარიფების შემცირების მიმართულებით კარგი პროგრესია მიღწეული“, - წერს ფონ დერ ლაიენი.
I had a very good call with @POTUS.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 7, 2026
We discussed the situation in the Middle East and our close coordination with regional partners.
We are united that Iran must never posses a nuclear weapon. Recent events have clearly shown that the risks to regional stability and global…